ირამზის-ეზდიციუს
აალერსებს უდაბნოებს დაისებით ლექსი აჩონჩხებულ სიცივეებს ბგერა უსივრცესი ამათრთოლა თოვამ დროით უდროობის წამებამ თეთრი სილუეტებიდან ქნარის ქართა ქარობამ ამღვრეული ლანდებია გახვეული ფარდებში ამოვარდა ქარი ტაძრის ციურ ნაქანდაკებში წვიმს და კივის ცა ცამეტი უბიწო თარეშია სასაფლაოს კიდეები დაფარულ მხარეშია ვიცვლი ჯვრებით ცივ სახეებს არის უამრავობა პოეზიის თეთრი ღმერთი ამბობს შთამომავლობა ქრისტეს სისხლი მარად ცრემლად და რა ცეცხლად მაალებს ყველა მგოსნის მაპოვნინებს საიდუმლო გრაალებს მე მოვდივარ როგორც ცანი როგორც ქარი ქაოსით ქრიზანთემით დღე თენდება და ფეთქდება სამოსით მზე იწყება რძე იღვრება და ხეები გრიგალობს ძე მსოფლიოს მამა ლექსის მომავალო გიგალობს ვარსკვლავები ალიონში სიხარულით სკდებიან ზენიტები შორს ამ სახელს ლექსით ეგებებიან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი