ალეიონი


მზე ნათელი მარადის გულიდან ღვთის ამოდის
თენდება ცის კამარის განთიადი ღამეს კლავს
გაუმარჯოს ქალაქის ციალსხივით ნათებას
აილანდა წარსული სამუდამოდ ნახვამდის

ხმა დარბაზის აცსიფრებს საუკუნო ჩუქურთმებს
ვით არმაზის და ტაძრის ორსახოვან გვირგვინებს
ჯვარზე ნაზარეველი ავაზაკთა კვარტეტი
მთების უხმო გვარდია და ცეცხლის შარავანდედი

ცა მზეს აალიონებს როგორც თეთრი რომანსი
უსივრცობის თარეშში ძეგლი ლაკრიმოსასი
შორი მთები კიდეებს კალთებს გადმოაფარებს
ღვთისმშოებლი სულთა ღვრით დაფნებს საბანს აფარებს

მზე ამოდის გვიამბორებს ბაგეებს ტყეებისას
ცივ საფლავებს აკანკალებს წმინდა პოეტებისას
მათი ხმები ჩემ ძვლებს მარად ლანდით აევრცხლება
მზე მარადის გაანათებს მის შუქს ცა ემერცხლება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი