გალაკტიონი
ცა მთას გადმოარკალებს და ათაღებს იარის ცივი ხმელეთებიდან რძიანი განთიადის გემი მარადიული ვერცხლით განაბროლები დილას შემოაჭენებს რკინის უდაბნოები საციფრეთის ორგია გვირილებში კვდებოდა სარკოფაგად თვალები წყევლით მე მადნებოდა შირაზების ქარია გიშრებია ზენიტის ვინც კი პოეტებია ყველა ჩემი ეგვიპტის ბნელი მკა რიდეების და ტყეების ამალა ლექსის შარავანდედი ჩემს ქუჩაში ჩამალა აქარება შუშების კორპუსების ჯარებთან ღმერთი გალაკტიონი არარსებულ ქარებთან საფითრეა ყოველი უმანკოთა წყევლაა აილანდა ფონები და ხატების წყებაა ჟინი ატომიური ზღვასთან უწონაობდა ბინდი ფანტომიური მთასთან მიქანაობდა მთვრალი ქალი ალიანი დარის ქარებს აბნევს ცივ ზამბახებს აათაღებს სივრცით განაწამებს მკრთალი ხალი აქაფდება სახით მზისერების შთანთქმული თმა ვერცხლია ხაზად აიეტების აორბიტებს კართაგენში ჰაშიშების ქარი საედემო ყვავილებთან სილიანი ჯარი სინთეტიკა თოვლიანი კივის იქ სამოთხე ანეონებს ეიონი მირონს ცა აკურთხე ამღვრეული ქარებით მძიმე შემოღამებით შევიმოსე მძივებით ღმერთების ნატარებით წვნიანი მზის ტანიდან მკერდი წვიმად იღვრება ხორციანი ნაძვები დარებს შეენიღბება მზე ქარს ასამაიებს ზღვების მიმოქცევაში და სამოთხის რძეებში ნაბროლები სულია საფლავს დაზმანებია ყვავილების დევნაში ღამურების ჭენება დღე რომ დაფარულია საზღვრებია უძირო და ზღვებია ნაჭედი აზიდული სივრცეა ჯვართან ნაქაოსარი სიშიშვლეში ზამთართა სისხლიანი ხავერდი ელვით ნაჩუქურთმები რიცხვთა სტიქაროსანი ფოსფორს აალიონებს ვარდისფერი რომანსი ხორცმეტების თარეშში ედელვაისის ვალსი წამებს გადმოალაგებს დრუიდები ურუქით საკმეველი ციური წმინდა მიმონაქუხით მე ვერაფერს ვერ ვხედავ და ვერაფერს ვერ ვხვდები მონანაგებს ვერ ვკვეთავ და კელაპტრებს ვეხვევი მიდით საზღვრებს იქით ბინდით ქარებს იცვლის ომი გაბრიელი აკაკი მოკვდა გალაკტიონი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი