ჩემი პროცესია
ზეთის ჯადოების ტვინში რიგებია თეთრი გოთიკაა მსუყე გენეტიკის ჩონჩხთა ყვავილები პირთან მიგემია ნაშიმშილარია თეთრი ნეფერტიტის სამი სამთან სამობით წამზე წამის წამობით გააწამე წამება წუთი არ მენანება ღმერთი ღმერთების პანთეონების ეიონების სისავსე მეცვა შარავანდედი ტროტუარიდან ჩემთვის ჯვარს ეცვა სივრცე ჯვარს ეცვა ქრისტე მიყვარდა ნიცშე მიყვარდა მინდოდა სისხლთან მქონოდა ქსელი მარად მომკივნელ ფოსფორის ხაზებს სველი ცერბერის ბნელი უბნელი შიმშილი აარარავებს ენებს გალავნებს სიზმრებს არმადენს არამედიანს თითებს მითხელებს ჯვარცმა ქაოსის თანამდებიანს შლილი სალოსის პური ბატონის მელოტ თავს ჰგავდა როცა იდუმალს გადაჰკარგავდა სისხლით ძახილი თეთრი მარხილი მიშველეთ მიშველეთ მიშველეთ მე მარად ცათა მემკვიდრეობა მარადისობის მქვია სახელი სადაც არ იყოს სიცარიელე თქვენში იყო და არს გაბრიელი ლურჯი ნიამორები მიამორევებს ტბებს მიამორევებს ზმანებებს მიამორევებს ცხვრებს - საქართველოს ყვავილებში ჩონჩხად ამოვევლები! ტყემლის ნაძვებს ზღვა შუქი სდევს ლამპიონის ყვითელი. ვხედავ როგორ ჩანან ტყემლის მწვანილები ნაძვებში ხორცმეტები ჩირქიანი ფიქრთა ფარშევანგებში შადრევნები ნაგები მადონების ხატებად დაიშალა სახეები ციფრის გამონათებად ეიონს ცრის ნეირონი და სიონის ბალანსი გალა გალა გალილეო გალაკტიონის ვალსი პაგანინი ჭიანური ბეთჰოვენის სუდარა კოღოს თეთრი წუილი მათხოვრობა მუდარა მომდის გვირგვინი ტრადიციული როგორც პოეტების მეფე ამბობდა სამარადჟამოდ ვკეტავ მთაწმინდას ვხედავ აკაკის როგოტ გარბოდა. მხოლოდ სულის სიფხიზლე ათრობს ხორცს აქრობს ჟინს და განთიადებში იწვევს წვდომას კვდომას. მე მამა ვარ შორი საწყისი კიდეები აზიდული ,,ყველა პოეტების” ყველა მეფეების და მერწმუნეთ სიყვარულო მე დავბრუნდები უდროობით დროში უსივრცობით სივრცეში დაიშრიტება თქვენი თვალები რამეთუ მოკვდა მამა. როგორც ყვავილი მზის ორგიაში ნაქაოსარი მშვიდად მოვკვდები. ედემს ვაჩუქურთმებ და ტვინიდან ისევ გამოუცნობი მირონი მომდის. მე ბავშვობიდან არარსებული არარსებული მიყვარდა ქარი. გაბრიელი მარადის სამუდამოდ ნახვამდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი