ჯვრის მონასტერი


შევცურე ცაში უმაღლეს ფეთქვად
და სული ჩემი მთებს მიეკონა
მიყვარს სიცოცხლე განთიადების
ის რომ სიკვდილმა ვერ დამიმონა

მოვიგონებდი შეშლილ სიცივეს
ყოველ სიმწიფეს სიამოვნების
რომ ღამეებმა ერთად იცინეს
ამ სიყვარულით გამირონების

მიყვარდა თეთრად აჭრილი ქარი
ასე ნარნარი სხივების ცეკვა
ამ საფლავების მზე მომცინარი
და ყვავილების ზღვასთან მირეკვა

გაფრენილია ფიქრის ფოთლები
მაღალფრთიანი აღორძინებით
უზენაესად მიწას მოვწყდები
რძის სამოთხეში გამოღვიძებით


ბედნიერი ვარ უმიზნოობით
ვით უდროობით დროები ჩნდება
მიყვარხარ მზეო საღამოობით
ლექსის დაწერა რომ მომინდება

როცა სავსეა რძეებით ხეთა
უხვად აშლილი ხმები რიონის
თბილისის ქარმა აღმართა მცხეთა
დაფნის გვირგვინად კავკასიონის

აემბაზებდა დარბაზებს სვეტი
მეტი რომელი იყო მის გარდა
ჯვრის მონასტერი სვეტიცხოველი
მარად იდუმალ მარად მიყვარდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი