სიმპოზიუმი
ამ დროს როცა არ ვიცი ფიცი სასიყვარულო მზე იღვრება თასებში მთებთან ემბაზიური მომევლინა ძვირფასო არსო ცაში ფარულო ლანდიანი გვარების თეთრი სიმპოზიუმი ქვეყანაზე დარჩება ჩემი არსაიდები აზიდული ტყეების სივრცეები მფეთქავი ვიცი სამუდამო ვარ როგორც განთიადები პოეზიის მშობელი და შეშლილი მერცხალი თვითეული თქვენგანი საიდუმლოდ მღეროდა უსივრცესი გალიის უმიზნო დასერვებით გვირგვინები მემკვიდრის უსასოოდ მელოდა ფითრის ალიონებად მომდიოდა ცრემლები მოდიოდა ამალა ჩემი ცივი ლექსების ეხლა სიყვარულია უკუნეთის ქარებში მათ იციან ბაღები სამუდამო ხსენების მწვავე არყოფილება ტიროდა ვარსკვლავებში ახლა იქ ზამთარია თოვლიანი მბურავი სასაფლაო სოფლების უმანკოდ ჭეშმარიტი ფრინველები ყოველთვის გაზაფხულში მცურავი მათთვის ვარ პოეზიის მზე ჯვარცმული ზენიტი ცივად მდის უდროობა ყველგან ვარ ამღვრეული შემიყვარდა სითეთრე და ფიქრები ღვთიური მე ვარ მარადისობის ცეკვით გადარეული სიყვარული სიცოცხლის ჩემი სიმპზოიუმი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი