ზღვა


ვუცქერ საფლავთა მშვიდ გარინდებას
და მზე აცილებს ლანდებს ლოცვაში
რომ სიყვარულის მზით აზვირთებას
ამარადჟამებს საოცრებაში


ნეონიური პალმები ზღვაში
მძიმედ ამძივდა როგორც ჯვარცმები
და ჯოჯოხეთურ უმზეობაში
კიოდა ფიქრი  გადანავსები

სადღაც მიდიან იდეალები
და უსაზღვროობს რაც საზღვრებია
ზღვის უკუნეთთან ნაციალები
დრონი ბაღებად დაიღვრებიან

კედლებში ჩნდება ცივი ბგერები
და ბაგეები ცრემლს ადნებიან
ნაკუბოები შეგევედრები
მიშველე ცაო წმიდა მარიამ


ასე მგონია ეს აგონია
ვერ გააციებს რწმენის იალქნებს
და რაც კაცთაგან მონაგონია
ქარი გაარღვევს ყოველ იარებს



ატამი ფეთქდა იქ ატომური
გადაღვრილიყო სიოში სურო
თეთრი თვეებით იყო მორთული
გზები რომელშიც უნდა იცურო


ზღვა იყო ჩემი სამშობლო მუდამ
ჟინიერება ცივ სიღრმეების
რაც მომაკვდავმა იბრძოლა მუზამ
მზის პოეზიის ორქიდეების



კიდეებია ჩემი საბანი
და თანამგზავრი მარად ისაა
ზღვა სუდარების ვარ ყელსაბამი
დრო სამყაროთა ანტრაქტისაა

ნეონიური პალმები ზღვაში
მძიმედ ამძივდა როგორც ჯვარცმები
და ჯოჯოხეთურ უმზეობაში
კიოდა ფიქრი  გადანავსები

გამომსხივარი უმანკოება
ეს იყო თეთრი წერტილის ჯვარცმა
უდარო ველების უნაკლოება
და ყოველი დღის ლურჯად გარდაცვლა


წყევლა წვიმდაო სტიროდნენ ფერები
სიზმრის ირმებთა ტირის არმია
უარსობაში მომეფერები
შროშანთ გუნდებით ცაო მარიამ


ვუცქერ საფლავთა უხმო ალოეს
და მზე აცილებს ლანდებს ნისლებად
იქ სიყვარულის ქრლოვით ნაბროლებს
უმანკო სულთა ზღვა ეზვირთებათ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი