Rigor Mortis
მგონი ასეა კაცის ცხოვრება მარად ხედავდეს ყრუ საოცრებებს და სიცოცხლისგან გამოთხოვება მის გულში იმედს ვერ იმეტებდეს ორსახოვნებით მარადისობის უნდა იცხოვრო ღიმილით კაცმა რომ ყოველივე ლურსმნის დასობის დროს განიცადო ხარხარით ჯვარცმა ხორცი კი კვდება როგორც ყვავილი სიცარიელის უკვდავ ბაღებში ცის ხმები ელვის სულში აჭრილი მას მიაქანებს სინარნარეში დაე გვინდოდეს გვწყუროდეს წვიმა გვისმენდეს არვინ არაფრის მქონეს დაკარგოს სულის მზეები ტვინმა ცხოვრება ჰგავდეს ჩუმ თავმომწონეს ეს პაპიროზი ვით ცა ფირუზი ისე იწვება თითქოს არაა გამოცანაა სუნთქვის იმპულსი ცრემლი სადაა მართლაც სადაა ლულაზე ფეთქდა სიო იმგვარი ჟინიან მხედრის ცივი ჭენების გავა ავდარში ზაფხულის დარი არ შეგეშინდეთ გამოღვიძების გამოვექეცი ყოფის ნაყოფებს ჩემი გზა მქონდეს მხოლოდ ეს მინდა ის რაც სიცოცხლეს მუდამ ამყოფებს ფრთები აფრინდა ფრთები აფრინდა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
კარგი ლექსია
მადლობა!