დამქაშებს


ვინც კლავს წმინდანს
ის ქარს წმინდავს
პირამიდას ანგრევს ზარი
იხმაურეთ არტისტებო
რომ ფეთქავდეს დროში ბზარი

იქ დაფაროს ყვავილებმა
მზის ანძები და დაფნარი
რომ სივერცხლე დაიმარხოს
გაზაფხულში ნაზამთარი

ზღვა ხომ მფიტავს
მაგრამ მიყვარს
უკიდეო აზრთა სივრცე
მე ვარ ტალღა და ის ჯვარი
რომელიც მთას დავამიწე


იხმაურეთ არტისტებო
იხმაურეთ იხმაურეთ
და ქარებში ცეცხლი ენთოს
რომ ამ ხმებში სულ ისუფევთ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი