კიმარი


ჩემი სული ზღვას ესიზმრა
ლითონში რომ ათოვს მთები
თმებით შუბლზე ჩაეძინა
დროს როდესაც მე გავჩერდი

არ ვიქნები ცივ სივრცეთა
დილა რადგან ღამე მასწრებს
მახსოვს ქვეყნის მე ის ცვეთა
რომ მეღვიძა ნათიბათევს

ვერ დამმარხეს ქაოსებმა
ნაქსოვი ვარ ღმერთის თავში
ალმას ნისლის თვით არსება
შემაცურეს ქარით ნავში

რამ არია ეს არია
სისპეტაკე ამ სპექტაკლის
ყოველივე ხმით მთვრალია
მას ხმას ეტყვი მზის ღაღადის

არის უცხო აგონია 
ნერვი წრეზე თამაშობს
მომფეთქარი ატომია
ის რაც ჩემთან მარადობს

სველი სული ზღვას ესიზმრა
არსებობა არსადაა 
არ მომცილდა ის რაც მინდა
არაფერში არსადაა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი