•
ვიცი დავრჩები როგორც ზმანება რუსთაველის გზა ხომ გავიარე ის აღარასდროს დაიკარგება რაც ამ ლექსებით დავაგვიანე მარად სიცოცხლე კუბოში მფენი კარად იღვრება სამოთხის დაფნად მარსთა გვირგვინით ცეცხლის მეფენი მეგებებიან არსად და არსად ისმოდა კვნესა მღვრიე ქარების აკანკალების ჩრდილები მეცვა ეს ჯვარი ჩემი უბრალოების დემონს ქათქათას მზით გადაეცა ვტიროდი როგორც არაგვი ტირის ვიბრძოდი სადაც მესმოდა სისხლი ორი მხარეა ზღვის მარგალიტის არარსებობის ნავებში ნისლი დაე აიმღვრეს სეტყვებად წყება სიტყვებად დასწყდეს კორპუსებს ჟამი გამოღვიძება იქ დაიწყება სადაც პოეტმა მოიკლა თავი ფიცი ასეთი ვიცი დავრჩები ადამიანი სიცოცხლის არსად ორი მხარეა ფრთები და რქები რაც მე გავწირე გვირგვინის ფასად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი