გარდაცვლის ალის სულიერება


გამომიჩინა ბედისწერამ ჩუმი საზღვარი,
მე კი უსაზღვროს მერეოდა ძილი სიბერის.
როგორც ბარძიმში ღვინოები ღმერთით დამთვრალი,
ქარზე ავაგე საუკუნე აღორძინების.

ცეცხლით ნაქები გავაჩინე ქვეყნად ალები,
მძიმე ბავშვები მხარეების ნავებს მივანდე,
მე დაძონძილი ძილით სავსე დაგენანები,
რადგან არ მქონდა მსოფლიოსთვის ის, რაც ვინატრე.

ანამძივებს მძივით ანძას გაუკვანძავს ხიდი,
ჯოჯოხეთის შრეებში, რაც ცივ მზეს ეზიდება.
დამისერა რწმენით მზერა, რასაც წმინდად ვთვლიდი.
ახლა მძიმე მთაწმინდის მზე მემარგალიტება...

ლექსში უდაბნოს სასმლით მქონდა ქარის ნახატი,
მარად დამყვება თვალი ღმერთებს რომ გააგიშრებს,
ურითმოობის და სიტყვების მკვეთრი ნაჯახი
და ნაზამბახი გზა ცისფერი ვეღარ მაგიჟებს.

ვინაიდან მწამს მარტოობის, იქ ჩუმია ზღვა.
დაე, ჩუქურთმებს დაეღალოთ ჩემი წვალება,
რადგან წამების უხვ წვიმებით არის თავდასხმა,
აკვნის ხმაურში მომერიოს გარდაცვალება.

ფრთაში ავმაღლდი მე ხომალდი რკინის ფაზებით,
ელვის ხაზებით მოვიგონე ყმაწვილკაცობა,
თითქოს ლაჟვარდი დამეფინა მუხამბაზებით,
სადაც ჭადარი ახალგაზრდას გამენაცნობა.


გამომიჩინა ბედისწერამ ჩუმი საზღვარი
და მე, უსაზღვრომ, დავარწიე ცეცხლი ნისლებში.
მე უდარო ვარ, მხოლოდ ლექსის მზით ვარ დამწვარი,
რადგან ვიტირო უსივრცოოდ სავსე სივრცეში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი