პლეხანოველ პოეტებს
ტიციანს ლექსებთან ფიცი აქვს უტეხი რომ თითებს ქალისას მითები ათეთრებს სიზმრები ღვინოში ქაოსით ავტეხე და მათ გვირგვინებს ეს ლექსი აღელვებს გალაკტიონის მზე ქართა სიონი უდაბნოების ამრავლებს საუკუნეს უცხო მომღიმართა იყო თანატოლი მასზე უხილავად ვებრძვი მე უკუნეთს ღვინო არ მინდოდა ქარი დამათრობდა ყველა ფერებია ჩემში საპოეტო ის ვინც გრაალებად გრიგალს თამაშობდა მამის ლექსთა ტოტებს ფოთლად წამოედო თბილისს აღამურებს ტერენტი ღამეში ახლა დაიღალა ცხელა და ვევნები ყველა ჩუქურთმების იყო გილგამეში მაგრამ ამ ლექსებზე დაღვარა მელნები პაოლო ბნელია უცხო ხმიანებით აპოლონს აბოლებს სიგარეტს კოსმოსის ყვავს ნაზამბახებს დრო დაგვიანებით მას სიკვდილს კარნახობს ხმა ეპისკოპოსის რუსთაველს უნდა ეს ვიცი გზა მეყოფა ჯოჯოხეთს დანტესას ვლესავდი გალამდე სამყაროს პოეტად არ მინდა მე ყოფნა პანთეონთ მარადებს ნახვამდის ხვალამდე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი