დამქაშები
წუხელ ყანწს ვცლიდით სიზმრის ბიჭები ცრემლთა ღვინოში გვედგა თაობა გვახსენდებოდა სიყრმის ჭინკები და ჩვენვე ვიყავთ შთამომავლობა ღამის ლაჟვარდთა ხმა სისხლიანი კიდევ ოხრავდა ჩვენს გულისძვრაში მაგრამ ქალები ლილიიანი გვათამაშებდნენ ვნებიან ძაბრში დალეწა დილის ჩადრები ყვავმა ნაბახუსევი გვქონდა იარა მაგრამ წინაპრის უხევმა ფარმა მხოლოდ სიზმრები დააზიანა მთაზე ნამკერდი გვაცოცხლებს სიო ვით ქალთა ტანის დატაძრულობა ამისთვის ვსვამდით მე დათო გიო რომ ძმებს გვეპოვნა უსასრულობა ტროტუარები ჩვენი მდელოა რკინები გვაქსოვს ლამპიონების ეს მხოლოდ ჩვენი სამფლობელოა აქ ხმა არისმის სულით ბოზების და გაუმარჯოს სიზმრებს ბიჭების რომელიც ათოვს უბანთ აბანოს თუ ეს ლექსია დამშვიდობების ერთად მოვკვდებით ღმერთმა დაგვფაროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი