ქარიშხლებიდან
მივლიან სულიან უხმო ქარებში, მე ასეთ დღეში — სტაკატოებად. ის პირატები, ვით უზღაპრესი, მღლიან გაშლილი ბაღის რტოებად. მტოვებდა სისხლის მდინარე მძაღე, როცა ატოკდა ანგელოზური გულის ნაფეთქი მოციმცინარე და გასკდა სული — არარსებული. მივლიან ნიავს — გამაარაკებს, მუხამბაზების ვაზნებით შეშლილს. უცნაურია რაღაც მათ ხმაში — ჰგავს ქალის ბაგეს, ზამთრით დახლეჩილს. დაძენძილია ენძელა ძნელი. კიდევ რას ელი? ვერ ხედავ განა, რომ ეს სიტყვები ცრემლით ნაწერი თვალებმა ჩემმა ქარს გაატანა? დალეულია სასმელიც ყველა. განდევნილი ვარ — უდროო დროში. უსახლობაში სახლები — ვერა, მაგრამ სახელი იმარჯვებს ომში. ბოლში იმღვრევა შუქები რუქის. მე თბილისი ვარ და თბილი სუნი. ლღვება ნისლებად ჩემი ნაქუხის, ისმის უკუნის ნაზი კაკუნი. მოირწევიან წყვილად ვარდები, სავსე წყლულებით მათთან ვედრება. ქარშხილებიდან გადმოვვარდები, და ეს ნოტები გამახსენდება... რომ დამცინავი ვიყავი გრძნობის, ვით ნაჩონჩხები ჩოხები ლანდთა. ხედავ, ვერ ვამბობ სიტყვებს განდობის, რადგან ყველაფრად მიწევს გარდაქმნა. ეს იყო გათვლა — ქუჩების, გზების, რადაც ვიქეცი, რამაც გამზარდა. დაბადებიდან მგრძნობდა სავსების ხვნეშა, რომელიც ახლა დაწყნარდა. გემშვიდობები ქარიშხლებიდან, და რუსთაველზე ვგანთიადდები. მე შეიძლება დათრობა მინდა, ან დამეძებენ არგონავტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
იქ ვიდგები, ქარი