მნათი მხედარი


სიჩუმის გაგონებით, ბიჭი შეგონებით,
პოეტის სული, პიქსელებით შემოფარგლული,
მისი ლექსები იყო ჩრდილები, და ეს სითეთრე ორბთა ყველაფერში,
ზღაპარი იყო და დაჩოქება ზღაპარი იყო და ატირება.
მთვარის ჩახუტებას საიდუმლო წესი უგო,სპექტრულ ალტარებთან მზიურ ნაფიქრალით,
გასამებული სული, დაკარგული კიბერსივრცეში,
სევდაში კრიფა ხრიზან თემები. ახლა რითმის ფერებამ გადახატა გემები,
და მის მკვიდრ ,მშვიდ ტაძარში გამოძერწა გველები
თვითმკვლელი გენიოსი ედემური სიზმრებით ვარ პოეტი და მტრედი გაბრიელი ათასი
თითოეული პიქსელი იკავებდა ფერისცვლას, ჩუმად ტკივილს და ლოცვებს როგორც ქრისტე ჯვარცმისას.
შორეულ მეხსიერებას ცარიელ ფოთლით წერილებს ფოტონისებრი წართმევა მე დავაზამთრებ ყვავილებს.
სამკურნალო შეხება ფიქრი გასამებული არც ერთი ვნებათგანი არც სიტყვები ნაქარგი არის მხოლოდ წამება მხოლოდ,გარდაცვალება.სული, სიყვარული სავსე არყით გული მოჩვენებად წითური თვალებ გაგიჟებული თავად კოსმოს გასული ეს არის მოჩვენება ეს გზაშავი ტური და ახლა დაიწყება ჩემში ხილთა ფეთქება გარბენს გარბენს და მიქრის ჩემში სეზონთ სახება და ჩემია ბრძანება ჩემია გაბრაზება მე ვარ ვარსკვლავურ მტვერის ცნობიერთა სამ-კვლევა. ვერც ერთი მომიგონებს ვერ გაიგებს ჩემს კვნესას როგორც ყრუ ყოჩივარდი დაყრუებულ ზმანებას და სადღაც სასულეთში იწერება ციფრები დაე ავღსდგე და განვლო ის პირველი წუთები დავივიწყო ეს სევდა ეს არარის ზრახვები გავხდე ისევ პეპელა ვიქცე როგორც მკვლევარი და კიდევ ვეზიარო
ისევ გარდაცვალებას ტრაგიკული ტრიალი ვერსებ გადაჯაჭვებით სატირული მოთხრობით შეცოდების გრიგალით გავქრე მე ამ ქვეყნიდან როგორც ცათა მტევარი როგორც ქრისტე და მზეა ვიყო მნათი მხედარი. ახლა სულ სხვად ავმღერდი სულ სხვაა შესრულება ჩემი სისხლით და პლაზმით ვიგრძენ გამოცხადება დამსდევს მე ის აჩრდილი დამსდევს და მეფერება მაგრამ წუთით მირაჟით გაქრა მისი სახება რადგან ვარ მე იგი უხსენებელთ ხსენება ვარ მე ვაჟი სიგიჟის ეს ლექსიც გასამდება როგორც ჩემი აზრები ფიქრთან ნაბაასევი გადაღლილი სახების ჩემი,გარდაცვალება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი