დასველდა სევდა
დასლევდა სევდა ჩემეულ ზღაპრით ბავშვურ ღიმილზე წვეთავს მარილი ქარტეხილ რომბთა ნელი ღვთაება ამ დატირების მზიურ წადილი ბასრი მთიური მითური სევდა მძიმე ნატიფი გადმოფარგლული უალერსობით გადაღლილ ველთა გადათბილული ჩემი მანძილი მძინარებას მივეცე გადვივიწყო ფარდის სიო მე სიცოცხლეს გაჩენიდან სიკვდილს მსურდა რომ მივსდიო ნაქსოვ ბროშის პერგამენტის ძარღვულ თრთობის ნასიტყვარი დამავიწყდა რომ ლექსია ერთადერთი მეგობარი. მოვკვდი მე აქ უწინად საუცხოო სიჩუმით ჩემეულ ფიქრთ წერანი გახდნენ არსად მზვერავი აღარ მაქვს მე ყოფა სევდა გასაგიჟარი. თბილისურ ქარების რითმულ გზები ხიდქვეშ გასული ობოლი შრამი ლურჯი სისხლი მდის და გამეფებით მოკრიფულია ნაყვავილნარი ნატკივარი ფერულ არსები გაუგონარი და აღუქმელი ოცდასამწლისა რომ შესრულდება გარდაიცვლება არეულ ვალი კვალი დარჩება მხოლოდ ნამღერისგან ჩემებრი იყო კვლავ ეს სიზმარი დასველდა სევდა ველთა მძინარე დასრულდა ჩემეულ ქართა მდინარე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი