ექვსროლუცია


მე მეშინია ექვსის
მე მეშინია სამის 
ექვსროლუცია მოდის
ექვს რომ ლუცია მოდის
ექვს რომ უკლია ზარის
და შიში არის სამის
ვერიდებოდუ ხესთან
ვერიდებოდი კვნესით
მე მეშინოდა მზესთან
მიახლოებულ კოცნის
სამჯერ ვიბადე ცამეტ
თავიმოვიკალ მტკვარზე
აღარ იყოფა სხივი
და მაინც სულებს დავსდევ
გარდავიცვალე სამჯერ
დაგადამწიფდა ვნება
არარსებული დროის
შეყვარებულ მკლავებს
ჯოჯოხეთური წყევლის 
მქონდა მე მადლი ღვთიურ
ახლა გავმეფდი ჩემზე
ლინგერ ქაოტურ ზღაპრებს
გარდანაცვალი დროის
გაუგებართა გზნების
აღარშობილი ზღვების
გარდაცვალება ბროლის
ექვს რომ უკლია სამის
ექვსროლუცია მოდის
ექვს ვით ლუციფერ არის
ვით სუიციდურ მარტის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი