ეთერიანი


შუქი ეთერეული გამომეცხადა ქრიზანთემად,სადღაც ტრიალებს გოდება 
ერთ ერთეულად,მისაგნებად.
საძაგელ ლექსში გაფრინდა სიბნელე არნახულ ტრაგედიის მაკაბურ მისამღერად,ბზინვარე სონეტი
სულის დირიჟი ჩემი მწუხარედ ნაქსოვი თბილისი მარიამ მაგდალინელი სულის გაფრინდა ფრინველი.თეთრ სიყვარულის მწარე ნაკბენები
გოთური ზმანება გარდაცვალება წამება სასოებით. ცივი ჰაერი ეს ფლაერები
ციფრული ჩვენება სასტიკი ხუმრობები.
ყოველ სტრიქონზე ჩემეულ სისხლით დაიწერება გაბრიელი ფრენას აიღებს კალმით გახვრეტილ მადლიერი ამწამიერი. მობეზრებული დილა და ღამე სიყვარულთ სავსე სატირალ მავნე აღარ ისმოდა შროშან სიმღერა
აღარ ისმოდა მთაწმინდის მთვარე.
ახლა ჩემი მზე ქუხს ასე მინდა ასე წმინდად ქუხს ოჰ Love's pas deux. 
მყიფე სასრული ძაფის, ქანაან გვირილა მაწვიმს დაფუფქულ მიწად ვარდით
ფერება მინდა დარდით.ყიდიან ყოველ ჩემს სიტყვებს ტაძრიდან გამოდის ქალი
ასეთი მშვენება არის ფარული დარის მოყვარის არარსებულით ფერთან შემოსილია ნაძვით ვიხილე ტირილი დედის ვარსკვლავ გამოჩნდა ბედის 
დამიწვა თვალი ფერფლის ანგელოზ შარავანდედის. ცამეტი წლის რომ ვიყავ შაბათს ვკვეთდი მე კვირად პაპირუს ხილულ ბინდად უცხო გვარების გმირად
გაქრნენ ამხანაგები სადღაც აქ მე დავდნები სიცარიელე სუფევს თვალებ მარტივი ყოფით სიყვარულია ძლიერ თუ სიძულვილი კვდომით. ეს პოეზია ბგერები მომავალს რჩება დიდებით ვარ გაბრიელი მგოსანი მეფური მონანიებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი