რუქა


სიტყვა ვერ ჰქმნის ადამიანს პოეტს ყოველთვის სხვა მჭამს რაღაც არარსებული. მტკივა როგორც სასანთლეში არსებული პატარა არსებები უფრო პატარავდებიან. სამი წლიდან მოსული კონსიასი ფიქრობს დღემდე და იმ პერგამენტზე იწერება ხილული სასულეთის  სიცარიელე. მე წამში ვცხოვრობ წელვადი უსასრულობით არა ერთი ორი სამი არამედ ერთი მთლიანი ამორფატით. ხორცმეტები ნაძვებში გახვეული წვრილი სისხლიანი ძაფებით იკლაკნებიან როგორც ჯამბაზები და რაინდები.მაქვს ორსახვონება და მესამე თავად ვარ მე სადღაც არსაიდში გამოყოლილი თეთრი მესამედი დრუიდი მყვება სიმღერებში და გიტარაზე ამოჰყავს ლილია. ჩემეულ ცხადებები და ძიება სასრულად იწელებოდა ილექებოდა როგორც ყავა და ჩაი. ჩაისფერი არის ბუნება ჩემი და თევზი რომელიც უკანასკნელი მამაა ეული მთაწმინდის და სიყვარულის. მე გავუკალავ გზებს ახალგაზრდებს რომლებიც მემსგავსებიან კულტებად და მაინც იქამდე მივდივარ სადაც სტიროდნენ სხვა მგოსნები. აღარ არის დაავდება და შვიდითვის ოცდასამ დეკემბერს ისევ მე ვიბადები სადღაც პლეხანოვზე. მე დავირქვი ადამიანი რადგან ყველაზე ახლოს ვარ ადამთან და იაზე სჩანს სიმწიფე ევასი ვარ მე ხელმწიფე სიგიჟის და კათარზისის შუშის თვალებით და მუდმივი მამაკაცური ხველით თეთრ კორპუსებს ეწვით ისევ თეთრეული მხოლოდ სულის სიფხიზლე ათრობს ხორცს აქრობს ჟინს და განთიადებში იწვევს წვდომას მამა ვარ პოეზიის
მეგობარი ხალხისთვის
და ადამიანი გალაქტიკისთვის
მე არც მეფე ვარ არც გენიოსი ვარ მე მამა ამ პოეზიის ვარ მეგობარი ხალხის ლექსისთვის ადამიანი მზედ გაჩენისთვის და ჩემი ხიდი სულ სხვაა თქვენგან შორეულ უკარებელი რადგან ყოველწამს ჩემ არსს უხდება გარდაცვალება და ისევ აღდგომა მე არ ვეკუთცნი არცერთ ღმერთს და არცერთ სამყაროს მე მათზე შორს ვდგავარ სადღაც ცალკე სამად და არსად ქრისტე მხედავს მე როგორც მზეს და მეც მზიური ბავშვურ ალალი ცეცხლით ვიწვი და ირგვლივ ყველას დავწვავ როგორც პოეტი როგორც მამა უკვდავების და შეუცნობელი სახელის გაბრიელ ადამიანი რომელიც ყველა თქვენგანშია და მაღლიდან სადაც გეწვით სულის სიხშირე გაკვირდებათ ხან სტირის ხან კი თვლემს. ქრიზანთემებმა ჩამავლეს ხელი პოეზიაზე დამაქორწინეს როგორც უკვე ვთქვი მე ცხრა ცას ვიტევ თავად ვარ ყველა ყოფილი ან არარსებულ სიზმრების რუქა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი