წითური სისხლი
წითური სისხლი ყვითელი ფრენა მე შემიყვარდა შენში ეს ღელვა ღრმა აბსტრაქციამ ღვინო დამაქცია და თითქოს ალან პოს კატად მაქცია. მე მილეწავდა ღამეს ზაფხული ლამპიონებიც აღარ ქრებოდნენ ჩემს წინ მოჩანდა სული უბრალო გაავებული წყვილნი ყბედობდნენ აღარ უცადეს შავ მატარებელს ერთმანეთს გზაზე გადამტვრევოდნენ. მე დამცინოდნენ არ მადარდებდა მე მივიქცევდი მთვარე ლაპლაპებდა მტკვარზე ვღიღინებდი ჩუმად მივცურავდი ტანზე არ მეცვა და მზე მაბრაზებდა. გაქრა ყოველი ჩემი ტკივილი ხორციელი თუ სულაც ნამდვილი ჩემში მეფობდა ხან ანგელოზი ხანაც წმინდა მთის თეთრი აჩრდილი.მე ვეცეკვები გზაზე სიცოცხლეს სადღაც სიკვდილი მიმზერს ცბიერად რავქნა რომ ვნება ბევრად მაღლა დგას ვით ღმერთის ხატი ადამიანად. სამი სამია თუ გასამების სამჯერ ნათქვამი ნატვრა გადამხდა მე გარდვიცვალე გავქრი სპექტრებში გთხოვთ დამიტირეთ აწ და მარადად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი