მანიფესტი
ნეონის ქუჩები პიქსელის ნისლში, დახრილი ქიმერა გიძვრება პირში წრიული რითმებით გატეხილ ჰერცებს, დასდევს ობოლი სიზმრის ბირთვებს ხრუშოვკის კედლები გალურჯებული და ზამთრის ტექსტურ ნაქანდაკები იღვიძებს თქვენში ჩემი სიზმარი და იწერება თეთრი ბიტები. ქალი არსებით განაზებული არის ბავშვური ლტოლვის სილაღე დატირებული ხედვის ნუგეში,და ქართა გზების სწრაფი სინათლე. ალქიმიურ ხედვები წიგნთა იდუმალებით არარების ამბოხის ნიჰილისტთა ფიქრამდე ამ თამაშ გამოცნობით შენ ვერ მოხვალ იქამდე სადაც მე მეყურება სადაც მიმზერს მე დღის მზე. კარგი ვთქვათ რომ გატყუებ შევიყვარე ეს ღამე და დავწერე სპექტრები ტალღებს მჩქეფარებამდე სად წავიღო ეს ვარდი გაბზარული ტრფობით,გაქონილ სიყვარულს რომ მივუქარგო სტროფით? მაგრამ კარგი ასე არის დაღლილობა ჩემი რადგან ღამით გამოკვებილს განთიადი მელის. სამობითი ბრწყინება სარკემ ცას მიუერთა გაიჟღინთა ცვლილება მელნის დანატოვარში გაქრა ცხოველთ ცდუნება სულთა ოკეანეში და მეფე ვარ ოცნების ამ სიკვდილის ბავშვებში მესმის ყოველ ნამღერთა ცოდვებიან მირაჟით გავშლი ჩემი პეპელის ერთ აწმყოში ცხოვრებას იგი უსასრულოა მოსახდენი მოხდება მე კი აქ გამომძერწა კოსმიურ ზღვის დინებამ ახლა აქ ვარ და ვყვირი მე მზე ვარ და შენ მხედავ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი