ეიონი
ასე დიადი სამობითი ჩემი ვარსკვლავი ზღვის ნაპირებზე დარჩენილი ჩემი ცდუნება სიკვდილთ მევაჭრე გაცურებულ იქნა ჭენებით და ჩემი სულიც გარდაიქმნა ცოდვის ხედებად მიალერსებით კადნიერი ია უბიწო მიყინულია ჩემი სისხლის პლაზმურ რიონზე იქით ეიონს მიეფარა ცბიერ მარწუხი და ჩემი არსიც გაჰყოლია ჯვარცმას სიონზე. სიხშირე ძველი ოდური სიბრძნით, მიეფერება თეთრ გაზაფხულებს,მე ვიწვი როგორც თაფლის სანთელი,ფრენებით ვყვირი ეს მასულდგმულებს.მელანდებოდნენ ჯერ ართქმული არსებობანი აღარ მიჩანდა ლურჯ ფერებით ნატკენი სახე მე ამაზედაც ცეცხლით ავტირდი და შევუერთდი საიქიო გზად ქრიზანთემებს.ჩემ სულს ვტანჯავდი მე ყოველ ღამე და ვუყურებდი ვარსკვლავების დადგმულ სპექტაკლებს თითქოს ეს იყო ტრაგედიის ის ფანტაზია სადაც პოეტი გამოძერწდა გენიის ზღაპრებს. დილა გათენდა სიმებიან საკრავთ ვნებები გამომაღვიძეს დაზამთრული ჩემი იდეა და მეც გავცოცხლდი საუკუნოდ ისევ ავღსდექი გადავაფერფლე საკუთარი ჩემი იარა ბავშვი პეპლური ფრენით დავჰქროდი სადღაც იწერდა ჩემ ნაფიქრალებს რითმის ფერია დავჰქროდი როგორც მარტის ხეებში თეთრი ქარი და შემოდგომის აჟიტირებით მზესთან მივედი მე ეს სიზმარი მეწამული მელნად მეამა სადღაც შორს გვტკიოდა ჩვენი ჯვარცმანნი და ასე იყო ჩვენებური მონანიება მაგრამ გაჭედილ სულთა მრავალ რიცხვთა კრებული როგორც ბუნების დამძიმებულ გვიან პასუხი გარიყულ სივრცე უარსობის ტალღად ციება და არსაიდის მამის სიკვდილი ვით ეიონნთა უმარტვილეს მოხსენიება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი