წყალი
ევანგელია საფლავთა არის მშვენება ზღაპარი უზენაესი ქროლვით ხეებს აყრია ზამთარი.უსწრაფეს რექვიემი თიად ცა მნათიერი ავადობა ნავარდობს წყალ მშიერი,მღვრიენი. იყო წყლისა წვეთება იყო რბოლა ფირების უსამწყობრო მიგნება პასუხ არისმინების. არშობილ ცა სადარბაზო უმწვავეს ჰკვლა მინების საბაასო მინდვრებით მტკვარი ჩაედინების. ხეებს აყრია ზამთარი არის გზა ჩემებრ სავალის არ არსებულგან არ არის ქარი არ არის სადარის ვერიდებოდი ხესთან ვერიდებოდი მღერით უშენაკადო ზეცას ვით არსაიდის კვნესით.სად არის სატარებელი ჩემ გვირგვინ მატარებელი ვით უწყლოობა წყლიანი მზის პოეზიის ფრიალი. არ არის არსად ცა ძილის აქ გვარისა ვარ მაისის სული ჩემს ხორცში არ იცდის ვით წყალ ციალი შავი ზღვის. სად არის ჩემებრ სადარი უარსობისა ცალ მკლავის არსად არ არის ჩემეულ პოეტ ჯვარცმისებრ აქ ქარის.ქალები ხილულ ქარები დარები განავარდები არქაულ ხან სადარები და ფრთები დასაბრალები.პაგანურია ხილვების წყურვილ მინდა რომ მომიკლა ვაკოცო ჩემს გალაქტიკებს და განთიადთა ფერისცვლას.დროშებში ვაზთა ბროშებში იყო ქიმიურ ცვლილება ალქიმიური სფეროსი სააქაეთის მინდვრულად. ჯვაროსნულია ფანჯრები შიშველ არს სული მღვრიე მამაო ჩვენო მითხარ მითხარ რომელ გზებს მივყვე, პასუხ კი ისმის ცად მთვრალი ხეებს აყრია ზამთარი თეთრ არარსებულ თოვლით იისფერ კვამლთა კვდომით უწელვადესი დროით ხეებს ვეფარე ნდობით სწრაფ რექვიემის ქსოვით. სად არის წყალი სად არის სულს გასაძღომი არ არის არს მხოლოდ ცისკენ ხავილი მკვდარ ტრამალზედა ყვავილნი. ქარი არარის ზამთარის არც თოვლი იშვა ცა კვალის მხოლოდ გოდება კივილის ვით ხეებია წყლად ბზინვის სამებრ კვდომაა გაყინვის.უსწრაფეს რექვიემი ყვითლად მნათობიერი არარსებულ სიზმრების ენქერული მიგნების და მილევის ჩრდილების ზამთარის ვით ხნიერის,უხმოობა იქ წყლების და სიცივე იწყების აღარ არის ჩემეულ ლექსთა გამობრწყინების, დრო არ არის უსწრაფეს თიად ცა მნათიერის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი