შუმერულ სალვია
მწუხარებაში სადღაც დამეძებს ფატით სალვია გასამებულ გზით შევიმოსე მე სამოსელი ჩემს ცივ ოთახში გადავენთე როგორც მანტია მოჩვენებით და მარმარილოსთან იყო ტირილი. ჩემი ჟინიან ახალხორცი ოცნებათგანი უსასრულობის საუკუნო ძილში მიდიან და ჩემი ცდანი ვწერო აწმყო დროს პროზაულ თვალნი შიმშილობენ და ცივ ტყეებრი ფერმკრთალდებიან. მე უგრძელესი ვიხილე გზანი მომავლს ვსტოვე ლექსები თეთრი და გარდასული ზიარებანნი გადაფარულ ჰყო ფიქრიან ქედით.კურთხეულ მიწას და საქართველოს ვპოვე საუნჯე წიაღიმსვლელი გამხსნელ ფერდობზე სიარულით და მიმომხივლელი ქუხილი სველი. ვინ არის მსგავსი მეფეთა შორის გარდა ჩემეულ კაცთა გვარისა მხოლოდ ის არის მზესაფიცარი ეულ ტრფობების თრობა ცას მისცა. დღე და ღამ ზღვაობს გრძნობა ღელვების და ჩემ ხილვებიც ვიღაც სხვას მისცა ჩემს სულს ლექია ბერულ სიმშვიდე ხეებ იძლევა ნიშანს ფარული ელეგიაა გზა ცა და მიწა განთიად უკან არს სამკაულნი. მამავ ვიხილე მე სასწაული ძალი დიდია მისი ამქვეყნად ყვავილნი ვნახე მზედ გახვეული ალაპარაკდნენ ენა წყალფიცად.მოვიდნენ მხეცნი ჰა იგი შხამით კრულ იყვნენ ყრუნი გამსტაცეს სევდა უაზროეთი მაპკურეს ფერხთით და მიმამიწეს ექვსად ქვესკნელად. და ვნება ჩემი გარსშემოენთო უსასრულო კვალს ცვრიულ ფარდებსაც ჩემს ცივ ოთახში ვჰპოვე ის ბრალი შეშინებულა ჩემი არსებაც.ღვთისდარო ეთერ და კვდომავ მშვენებრ წამიყვანთ ციალ მნათობ უბნებში მაინც კი იქაც მომენატრება ჩემი საუფლო სხივი გუბეში.როცა მოვკვდები ჩემს ტანს გავკვეთავ და ნეკნებიდან ამოვბობღდები ისევ ბალღური უსასრულობით დედასთან მივალ მზეებრ მოკითხვით დედავ,მესიზმრა წუხელ სიზმარი თითქო მკვდარ ვიყავ და აღარ ვიყავ მაგრამ უცაბედ გამოჩნდა გემი და არსაიდის ლექსთ გამამეფა. მე ისევ ის ვარ თევზი ზამთრული მის სულთ მისდევდა მამა პოეტთა გახსოვს გითხარი ცა უსაზღვროა მე თუ აქა ვარ მაშ იქ ვინ არი სწორედ ცად არის მაყურებელი სული ჩემი კი გაწელილია განთიადებში ვარ მე მგოსანი და შეღამების სწრაფ ცხენოსანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი