ნაბუნიობა
იბადა გრძნობა სიშორეების ივადა კვდომამ სიცოცხლეების ყოფნით ატირდა უსახოება ფოთლით ამტვერდა უმანკოება იწვრთის ილბება თვალნი ძერწილი ისმის ფირსა მღერს დღენი გრძელობა უარყოფილი იდუმალებით კვნესა ბგერანი და გამძლეობა. აღარ არს ჩემთვის იგი დნებოდა,ქრებოდა ცად ვით სამ მიღმიერი ვედრება რთობის თრობის რტოობის და მილეული გზად ლილიების. ტრფობა ბინდიან უცაბედეთის ქრიზანთემიან უცხო ვნებების კაკუნი ხშირი ნებულას სხივი ვით არსაიდით გამოდევნების.სიმძიმეებით მაწევს მძივები ნაბუნიობის ვერას მიღება უცხოა დღენი ჩემი ნოემბრის ვით ბუნიობა მეტანიობდა. ვარდებს წარმართულს ოდეს ვტოვებდი წუილს ისმოდა ფიქრთა მღერება წუხილს როდია კაცი მოულბეს ქუხილს მისდევდა ჩემი ვედრება. და ისევ ლღობით იბადა გრძნობა იარა ქსოვა ყვითელ ქედებმა ცა მირევ ხილვებს ჩემ არსაიდის მოხრილ ჩონჩხები გზად გამართულა.მზისებრ სისწრაფით იებით მორთვით სამნი სიზმარი მიმომიფანტა სხივნი არეკლილ ვედრებით ხსოვნით სული სნეული მთად გამინათა ისვენე გრძნეულ შფოთვავ უხორცო და განსვენებავ ადამიანთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი