დილის ხიდი
ირევიან ჩიტები უშორესი ღამეა მხოლოდ ერთი ფიქრია ტალღად ვიზუალია და ელექტრა ტომები ტაძრის მიუვალია მენთოლიან ღრევებით ცანი მიუფარია. აქ აბსურდობს ფონები კატა კატაკომბები და რტოები გაშლილი მოდულებთა ჯარია მნათი ჯვრები კიდული ჩემ ეზოთა ბაღია ვით ელვება ძაფებით დილის ანატომია. მე ვარ ხიდი,უშორესი თიადი,უხმაურო მიგნება ნააზრევთა ბინდი,ელამური სალამი უმანკო და მშვიდი,ლუნარისულ კვირტების სახეებად ვშლიდი. იშორება მოშლილი განთიადის წყობა მოლოდინით ფიქრი არსად იმყოფება.საუბრობენ კედლები და ცა იხსნა თეთრობით სიონს ყვავნი ესია სავსე გადაღლილობით ალილოა დნობის ალოეთა ბზობის მიგრაცია ზღვების უცხო ცეცხლთა ქვების. მოდუნება მინდვრების მინანქრული კამეა ბოლოდ სასანთლეების მოფერება მწადია. ცად დაიდნობს თოვლები ხატა ქართა კორტები დილის ნაგებობები ფლორის ორგანოები და დამცხრალი ტომები მქრალი ანგელოზები. მე ვარ ხიდი,უსამესი ციალი,უმარტვილეს მილევა და ყვავილთა რიდი ოვალური სიღრმენი სამყაროთა ფლიდი,ოპიუმთა ნიტრიტი უსიზმრობა წყლიანი და მთვარესთან ფლირტი ვით პოეტი ჩიტი სახლი ელვის სასახლე ცა მგოსნისა დიდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი