თევზი
მე ვარ ყველა და ყველაფერი თევზი აწმყოში არსად მცხოვრები ახლა შემამკობს მტკვარი გაციებულ მარგალიტური გარდაცვალებით ეს ბოლო იყო ჩემი სიმღერა და ახლა ჩემთან გენია კვდება მამის ალერსი სამწუხაროა არტისტულ ბავშვებს რომ მოგაკლდებათ თვალებ დაღლილი გაყინულ ხელით მე გადაღლილი ვიმზადებ ყულფს ჩემი ნაწერი,პოეზია მიეფერება დაფერფლილ თოვლს და პაპიროსიც არ გაანათებს კვდომა წამართმევს სანუკვარ შუქს აღარ იქნება ჩემი თმის დაუვარცხნლობის ცდუნება აღარ იქნება ჩემი ხმის გადამღერების მცდელობა ნაშიმშილარი სიზმრების აკვიატების ღრეობა და გასამდება პალატა აფრიალდება ციფრები გაჩონჩხებული ვიდექი და უსულობა მყლაპავდა არარსებული შორეთი და არსაიდის მიგნება პასტელურ ნახატ ვირთხები გადაქცევიან მინდვრებად და დავიღალე მე ჩემით ჩემი არყოფნის ჩრდილებით გამოუკვლელის მწვერვალზე მეფედ მაკურთხეს დიდებით რადგან ისაა სიკვდილი რადგან ჩემია რელსები ახლაც კი დაისერება ჩემი სიზმრული ფიქრები ფირები გადაფხრეწილი რითმები არამზადები და უსასრულოდ ვიცხოვრე მე ამორფატის იდეამ ახლაა გარდაცვალების შანსი უმწიკვლო გზნებების თავისუფალთა გაფრენას მე არსაიდში მივყვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი