სადგური
არის მზის სადგურებით შემოსილი იარა მანიფესტო გონებით უსასრულობიანად გამის ცის კიდეებით ჩაგვრით სანდომიანად უარსობა იჟღენთა ფიქრმა არსებიანად. გზნებიანი მზერებით ნატრობ ჩემს სიჩუმესა ლაღობ ჩემი სიყრმით და ჩემ სულის ჩივილსა. მოვდიოდი სასრული მუდმივ დაბრუნებებით მოვკიოდი სადგური გუნდით დაბერებული ეიონთა ცრემლების ვაჟი გახელებული და მკა თვისა იღვროდა სანთელ გაღვივებული. უდროო დროს დროება იყო შენი ფოკუსი საცრემლეთის ახალთა თრობა იქნა პოლუსი. იცვლებიან ხალხები იხსნებიან ფარდები ცა მიკვდება ზმანების შენ კი არ გენაღვლები მხოლოდ სიჩუმეებით რწმენას შევედარები მხოლოდ სიშმაგეებით რყევას შევებრალები. საკვამურთან იდინა ბოლმა შენმიერების სასაფლაოდ იძინა თოვლმა ჩემ იდეების და ისევე გწვდებოდნენ ციფრი მიღმიერების. იყოს ზამთარი და არა საქმენი იწვას ცის ბოლო არა ვმზადდები ჟღერდეს აზრები უარყოფილი იშვას ფიქრები არამზადები ცდის კრთის ლანდები უკანასკნელი, ვარ ფანტაზია ცისნაკადები იქმნას შიმშილი და იწვას სიმაძღრე გაეკარ ნდომით აღტკინებამდე გაეკარ ციფრულ აჟიტირებით ბინდიან გლოვით ჟრჟოლვით ჯვარცმაზე იყავი ტეხილ დაჟეჟილობით და ჯეჯილობით სახვა არმაზზე.არის ცხოვრება უკვდავებისა იდუმალ თესვით დაკვირვებისა.სხეული ხურდა ამ უცხოეთის სასახლე სურდა დღის სასულეთის ჩაქვრა კორპუსი მნათი სიზმრების შენ კი ავ სულო მზით მემუქრები.თრობა არეულ სიხშირს ითრევს თმების ქაოსურ მწყობრში ეწყობა და ვით სუდარით ლუციდურ ბავშვი დილის სიამეს შეგევედრება.სადგური სამის ჰგავს იმ ექვსეულს ზეთიან გრძნობას მიაგავს ხატი ნაზ სუნთქვებიან და მზის სიზმარში ობობურ ღელვით კრთება ჩახმახი.აღსარებანი საუცხოო დღის აღვსილ ვნებების და ელვარება ცა იხსნა მზისა სულგალეული სხივნი მუზებად და მდევარებად. იშიშვლა ღამემ ჩემ არსაიდი კოჟრილ მდინარეს ფოთლები ჰყარა იფიქრა მგოსან ალბათ ჩაივლის ძლიერ სურვილი ექნება მარად, წავიდეს გაჰქრეს ვით ერთ ეული როგორც პროტონი მზის გაჩენიდან სდიოს და ღვაროს ცრემლები ცხადი სიოს დამნათი ელვები მძაფრად.ასეა დილა ღამედ მოსილი ასეა მართალ გრძნობა მგოსნისა ბოლოა იგი მზის პოეტების ჰერცთა მპოვნელი მამა ციურთა უტევოს სული ვეღარ ტეული და სხივად იშვას სილიციუმთან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი