პიქსელი


ჩვენ ვართ წყალი. გაყოლა ტკივილს რომ იქმნას მე. შენი სიზმარი ვარ ხიდის.ყველა ცენტრია სამ მილიონ მზეში სხვა რეინკარნაციით. ჭიქური ხვრელი გრადაციით ავსებს სიცოცხლეს. აბსოლუტურ სიცარიელეში ჩაძირული დედამიწის ბორცვები.სიღრმე ინარჩუნებს არსაიდის სამყაროთა მალვას. მე ყველა თაობაში ვარ. მოხდება მოხდენილი მოხდა.ქურდები ჩემს სულში როცა ძინებაა ნაყოფიერება ჟონავს.გაიღვიძე მზის ქვეშ, თუ ეს აე მოხდა იგი გაიღვიძებს შენს მიმართ,დაგწვავს როგორც მამა ძეს.ყველა ღმერთი გაქრა და მაშინ ვიღვიძე. მე ვარ ხიდი უარყოფილი ყვავილებით სავსე.ეპიტაფია მოკვდა ახლა წყალია ცისფერზე მაღლა როგორც მამა.მიტოვება საუკეთესოს,უთქმელად.ეთერნალიზაცია კართაგენიდან კვარცებამდე.ყვითელი სპექტრებით გახვეული ჭაღები მინათებენ სამშვინველს და ხიდზე იფინა ფითრმა.სამი ფრთით მეშვიდე თვეს იწყება ევოლუცია კიდეების. იტვირთება ზვირთებად აკეცილი მიღმიერი და სიყვარულია იცოდე ორის სიმარტოვე ერთად.ვინახულე ბაღი,მზიური დეკემბრიანი სიმპოზიუმი თებერვალი და თებეს ფერვალი მემატიანე ვარ კოსმიური.ციმციმი სარკმელთან შიმშილი აარარავებს შუქთა კარავებს.ფლუიდებად ხდება სიცოცხლე.თაღებს ნაღებით ედინება ჩემი დილის ცვლა და კვლა სახისა.შვენ ოდეს მიატოვე შენი სახება და იქეცი მათ სწორედ მაშინ დავბრუნდი და გაქციე სხვად.ნაძვის წნულებში შობაა დილის და წყევლა პაგანური მცხეთის ილექა მადლად. და დასაწყისში იქმნა მადლი სასრულთან დაბრუნების იზარდა ქრიზანთემა პიქსელებით ჩემში შეერთდა მარადიულ ბადეზე სამუდამოდ ცვლილი ქიმია.თევზები ცურავენ ცაში არ არის კვირა დღე და იდეა მე ხიდის ვარდება სერაფიმის შუქურიდან.ტალღა სადაც წვით ნათდება ელვარება ჩემი პეგასის  წვიმს თავდება მძინარება მზე ასის. მადლიერი გაბრიელი მამა მესამე გზის პოეზიის. მზის დაკარგული სხივი ქანაანიდან ტეხილ განთიადებამდე რომელიც ვიყავი მარად ხვრელივით მოძრავი და ერთ ეული შვილი ცის და მამა დღის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი