მატილდა
ჩემი გულის საუფლოში, მარტოხელა ალი ანთებს,შენი ხელი და თვალ შუშის ხავერდისმსგავს თმაში მახვევს. ასე მთრობი გვირგვინოსან დიადემა ფენილ გზაზე ცა იჭრება იდუმალი გრძნობა ვიგრძენ მატილდაზე.ნინო წმინდაზე ავედი მწუხრით როგორი მძაფრი სუსხი მეფობდა პირმზიან სუნთქვა იყო მცხუნვარე და სერაფიმი შენში დნებოდა. მახსოვს ვიწექი ოვალ კედელზე ვით ციურელი ნება ტრფობების როგორც ტიტაა მჩქეფარე გრძნობის და ზეიცური ნაგებობების. სადაც სხივია სადაც არ სჩანდი სადაც ვიხილე ძილი უღონო კვლავ სიზმარეთით ხილვად მიყვარდი ვნებიან ღამით და საუკუნოდ. შორეთს ძერწავდნენ ჭინჭრები ძრწოლვით არსაიდ მყოფი დაფნაც ატირდა ქაოტურ კვარცებს სკდებოდნენ რთობით უცხო სიყვარულო ცაო მატილდა.სამებს ველოდი ღამეში ღუზით ველოდი მუზით და უარსობით ნატვრად მილეულ ხმა აღარ ყოფნით უსიყვარულოდ დაა უმიზნობით. ჩემს ძვლებს შეჰფიცა დილამ ფიქრებით,წითელ ფარდები ღამეს ჩაუშვა ურჩობის დნობით ქრობა მორთვობით ცაზე ვარკსვლავი მოსწყდა დაწვრილდა ყველა ის შიშველ ყველა ის ძაფნი რომელსაც ვჰქმნიდი კვდომამ წარწყმინდა ცაზედ კი ნდომით კრთობით მიყვარდი,მიყვარდი ისევ ხილვავ მატილდა.სიტყვები შენთვის ღრმა დუმილების ლბებიან კვირტად ამ ტაეპიდან,ძვრებიან ჩრდილნი განწირულებით და იღძვრებიან შენსკენ აკვნიდან.პეიზაჟები აღარ მყოფელნი ახვევდნენ ხაზებს ცად ვარდსონეტით შენეულ მუზას ვერ ჰოპებს ვერვინ ვერც ანგელოზნი და ვერც პოეტი.თვალნი მეხუჭა წამიერ წვდომით ხატად მესახა ფიროს მარგარიტა და კვლავ წითური სისხლით გაწითლდა ყვავილნი შენი დღეო მატილდა.რამდენ დროებიც იქუხოს უნდა რამდენ მიუკვლელს უნდა ვეძიო სადაც წმინდაა სიმშვიდე ჩემი უიმედოა და უსაშველო. ვერვინ ვერცერთი ფიქრი უვიცი ვერ გმშვენს ვარდობით კიდეებს შორზე ვერც მზიანობით ჩამომხრჩვალ პოეტს სუროდ გაზრდილი საგალობელზე. ციალად ჰყვავის შენში გუნდები ვეღარ ეტევი ცას ემდურები უგრძელეს მდინარ მინდვრად მიგყვები და უწმინდესად მზეს ეწმინდები.არსაიდი დღეს დაიმსხვრა ცხელი მარადიული საიდუმლოსი ჩქეფებად არის ხსენება შენი და ზიარება საიქიოსი. მგლოვარე მგოსანს შეზრდილი ტიტა ისევ მეჩვენა ცხადში ციებით გახელებული სიყვარულით არს მატილდა ჩემი გრადაციებით.და წუთის ფესვად იქცა სიცოცხლე მოძრაობაა ქარებიანი მატილდა როგორც ღვიძება ჩემი და ცის მშობელი ადამიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი