მარიეამა
მარიამ დილავ ქარიან იყავ ღამეულ კაბიან და ჩვენი ცნობა თვალების წუხელი დღიდან ჰყვავიან. დღეს ცაზე იყო პირობა ნახევარ მთვარის,თაფლიან სახის რომ კიდევ იქმნის შეხვედრა ჩვენი და ზიარება ტრფობისა წამის. ახლაც ვიხსენებ მე იმ დროებას როდესაც თმები გეხსნა ფარდებით და სახის დნობით ცისკენ ოცნებას ნათებას მივლი მთელი თვალებით. მარიამ მნათი ღრბულით მოსილო ანათებ მზე ვით ღვთიურ სხეული შენით იფერებს სუნთქვით ნოტიო ანატრებ მზერით ციურ ქცეული ოხ ვეღარ გიტევს ბნელი მსოფლიო და იმალება ყველა გრძნეული. ეამა ღამეს სავსედ ცარიელს მარიამ ნახეს გრძნობით ძაფებმა იწმინდა ცრემლი წარსულის ძღომამ და მათ მდინარის კოცნით ქაფებმა იწვია ჩემი ერთსულის ყოფნამ შენი ნიავის ნდომამ ვარდებთან თმა შეუმშრალი ჯერ კიდევ სხივით მაბრუებდა და მღერდა ზღაპრებთან. მარიამ დილავ და განთიადო სწირავ შუქებით ჩემ ეულებას ტალღებით ღელავ შენ მომავალო მბრწყინავ სუდრებით მზით შეუღლებას. ხატებავ გრძნობის,მიუწვდომელი, ხარ სუროებად დაფნით ნაფერი. ჩემს სულს იკვლიე გზები მინანქრის და შეჩვენება კვეთე ნათელით. და იყო ეზო დღის გასვენების ხეებს სდიოდა სხივები დაღლით წიოდა მწუხრით ია და მდნარი მარიამ თეთრო ლანდიან ბაღით გზად მოგყვებოდა ქერუბიმები წამს ადიდებდა ქართა ბავშვობა იყოს დატკბობა ცვილის თითების და ჩვენი სულის ხმათა გაშვება. როგორ მინდება ახლა ისევე ის ერთი წამი. როგორ ბინდდება გაშლა შეხების იმ თეთრი ღამის.ვით უდაბნოებს კიდება ცეცხლის წვეთებით ჟამის და ჩვენს შორებით ახლოს კიდე სივრცენი აღქმის. ღვთაებრივ ნეტარებები სულ ერთი იყო ჩემთვის მხოლოდ შენ გეძიებდი ოქროდ მკრეფავი ატმის. დღეს შენი სიყვარულით ჩემს ხელებს ზეცა უპყრიათ გზებს ენის სიბრალულით ხედვა რომ გადმოუციათ.მე შენ გიფიცებ საფლავზე დილით ბნელოდეს ბრმობით მე შენთვის ვიქმნი მხოლოდ როგორც მზე დღისითვისაა დნობით სიკვდილის მარად მფარველში პეპლის იმღერებ გრძნობით და თუნდაც იმ უარსობაში შეგეგებები ცნობით. მარიამ დილა მარიამ ავრორას სხივივით არი და შენს თვალებში ნათება ციალი მნათობიანი როგორც ირევა ჩვენს წყლებში ცხოველი სანდომიანი უწონადობა სამოთხის და სიყვარულის სიზმარი უსასრულობით ზღვას გიძღვნი ჯერ არ ნაცხოვრებ მდინარის ვით განთიადი მარიამ სიცოცხლე ადამიანის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი