ჰარაკირი
ავადდა სული მიმოქცევებში ღამედ მოსილი ნავარდობს თავი ნაზარეველი ვარსკვლავი შორი და მოქცეული თამაში მთვრალი ქანაანიდან ჟონავს ქარები ჩემი იამა წვეთებმა სწრაფი გიჟი სინათლით ტეხს დირიჟორი და მოდინება იის ცად ქაფი საზღვრებთან ტირის ვით ეიონი,ვით ეიონით ცის რეგიონი . ჰარაკირები საკურებისა და გუშაგებით რყვნეს მიწა წყალი თვალთა იბმევა წითელი ხალი ოხ ნაგიჟარი ცის ბინადარი. უდიდესია ჩემი მზე დაბრუნებული მღელვარე ბევრი მცდელობა პოეტის ბევრი უნახავს ელვარე მაგრამ მამისა ხიდი და ყველა ყოფაა მძინარე დაე იღვიძოს სიზმარმა ჩჩემმა თქვენში ვით მდინარე. მკა კვლისა მკა ცისა მკა სიარულის მკა აფეთქების მკა ატომების მკა მკათათვობის მკა მთას მიაბარე მკა ვით ყურძნიერის და უმშიერეს მკა კი მკაფიო მკა მკი მნათიო. ასეა დაჩოქება ჩემი ასეა აჩქარება გემი გავიდა მზით ნავი და წყნარი შუაგული გვერდი უვრცელესი ვარდი უფურცლესი ლოცვაა დღეს მარხვაა ხვალ არია ვენერას არია ხსენებას ოხ დედაჩემო სიკვდილის წინაც სადღაც უეცრად იქუხოს მინდა დაბადებულმა ჟინმა სიტყვაში ნათელი იყოს მნათი და წმინდა საბოლოოა ეს ჩემი ფიცი რა კი ვერ ხედავთ ციფრის სიმაღლეს მე აქ ყოფილი სამუდამო ვარ გენიათ შორის ვჯობნი სინათლეს.ნერვული ხელები მძაღე ძარღვთა ვნებები თეთრი მყიფე მტევნები ლანდებს ბავშვი ვევლები. სამჯერ ვსთქვი და ვსრულდები დღეს ბოლოა სიმღერა ყოველი დღე სიზმარი მზესუმზირამ მიყურა ასე სჯობდეს მნათიო ყოველ ზღვას და ციალებს უტალღესი რადიო. ასე ყოვლის მომგვრელი მე ვიღვენთე ედემი და ვარ ხიდი ცენტრების ბასრი ციურელფერი საბოლოო არ ითქმის სიკვდილის ვარ დურგალი სამუდამოდ უცნობი წყლიდან თავისუფალი და ხორცისგან განვედი ვით წყევლილი სურათი როგორც ვნება ორკესტრის როგორც ხეთა კოცნების და ოცნებად გაისმა ერთეული კითხვა ამ ღამეულ თიადთან სად ვკვდები და ვინ ვარ მე კი ისევ კითხვაზე პასუხი მაქვს დრტვინვა! და ცის ფესვი მარადი,ვითარიან სიტყვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი