კლემაქსი


ახლა ელვა რევს დიადემებს პაპუინების, და აქ კლემაქსი სამუდამო ცხრა ფსალმუნების. ტყეთა ქორწილის უარია ხის პაგანების უკუღმართ ბრუნვის ავადმყოფად წუთისოფელის.სინათლით ლანგრით ფეთქვით და კრძალვით მწვით ეს სნეული უაზროება დადნობა გულის ყვითელ კლდეებზე ვით მინიანი უსახოება. ავრორა ძარღვით ებმება ლულას შავად მოსილი ბერი სითეთრეს გებრძვის სნეულო კრულო უმზეურო ქმნას სხივის ძეგლი ჯვრიან სივრცეზე. აქ ქერუბიმის სწრაფი ნიშანი:ანგელოზია ადამიანი და არსებები წვერად შობილნი სწვავდნენ პოეტებს ორიონების არსაიდ არის ხედვა მზისფერი ირმის ნახტომი, იასამანი.ჯვრად მოქარგული ნელი გოდება სწირვა სისხლიან გულის ღამეზე აღარ ვიცოდე ვის შევევედრო და აქ ლურჯ ფერზე ფრთებით დავეცე ვით სპექტრუმები ქართულ გენისა როკვა ცხოველის გაქონილ სიზმრად უწონადობა აღსრულებისა.და როცა ყვავმა ქვაზე იტირა ყურძნისიერი წყურვილი ცივი ლანდთა აღგზნება სიმარტოვეში მირონიანი ვარ გენეზისი ცალკეულების თითო ქსოვილით დაბანილია თვით კათარზისი.ადამიანად ეგებო თიადს იყო ცოცხალი მემკვიდრე წამის და ვით გრძნეულმა ყოფითვე იგრძნო რომ ეს სამყარო შენეულ არის ვით ჩვილი ქარის ჟინით დაღლილი სამაიას რომ ფოთლებს აცეკვებს როგორც ერთი და ცისუხილავი რომ  მზის პანელებს კვნესით აღელვებს.ვისაც ეკუთვნის ფატა ტაძარის ცადამყვანაზე ძლიერ კამარის ჩემ სულის თხოვნას არ იუარებს და სახელს ქორწილს უბოძებს ,,ვცოცხლობ” ვით ლაჟვარდის წვა და პატარძალის გამოსალმებას ბუნების ვიხმობ როგორც აშლილი ძაფის სუდარის და იმ დღესავე სიცოცხლე იქმნას ვით ნამიანი  უკვდავი მამის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი