ზაფხულის საღამო ქარიანი ..
ზაფხულის საღამო ქარიანი, საღამო პირველი ივლისისა, რას ვიფიქრებდი თუ ხასიათებს ასე უცაბედად შემიცვლიდა... ახლა ვხვდები, თურმე უაზრობის უკვე რამდენმა დღემ ჩაიარა, გუშინ მისმა ერთმა შემოხედვამ გულში ტყვიასავით გაიარა. ღამე მასზე ფიქრში გავათენე, წუხელ ძილი აღარ მომეკარა, მუზაც, ამდენი ხნის უნახავი განთიადთან ერთად მომეპარა. გუშინ მის თვალებს რომ ვუყურებდი წამი საუკუნედ გაიშალა, მისმა ღიმილმა და წამწამებმა ყველა მოგონება ამიშალა. ვცადე ჩემს გრძნობებს რომ მოვრეოდი, რადგან საკუთარ თავს ვეღარ ვენდე, როგორ მინდოდა რომ მოვხვეოდი, მაგრამ ჩახუტება ვერ გავბედე. უკვე სიგიჟემდე მენატრება, დილამ დაამარცხა ქარიშხლები, ყველგან მისი სახე მელანდება, კიდევ თუ არ ვნახე, გავგიჟდები! ზაფხულის საღამო ქარიანი, თურმე ეს წუთები რად მიღირდა, რას ვიფიქრებდი თუ მოგონებებს ასე უცაბედად ამიშლიდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი