ლექსის მკითხველი
ლექსის წაკითხვისას, მისი გაგების ოთხი დონე არსებობს ჩემი აზრით: 1. სუბიექტური: მკითხველური, სადაც ისე იგებს ადამიანი, როგორც მისი განათლება, მენტალობა და გონებრივი შესაძლებლობები აძლევს საშუალებას. 2. ობიექტური: მკითხველური, ანუ პირველი დონის ყველა თვისება აქვს, დამატებული საზოგადოებრივი გაგების დიაპაზონშიც შეუძლია წარმოიდგინოს და გაიაზროს ყველაფერი. 3. კრიტიკული, როცა პირველი ორი დონე აქვს და კიდევ რაღაც მეტის დანახვა შეუძლია, შეუძლია გაიგოს უფრო მეტი, იპოვოს ნათელი და მუქი წერტილები, დაინახოს სიდიადე და შეცდომები, რომელსაც ქვედა ორი დონე ვერ ხედავს. ასეთი გაგებისას ყველაფერი ნათელია, ყველა ასპექტში რაც ფურცელზეა დატანილი იმფორმაციის სახით, როგორც ავერსი ისე რევერსი. 4. პოეტური: ეს უკვე მოიცავს პირველ სამს და ასევე შეუძლია ლექსის არა მარტო წაკითხვა, გაგება და განცდა, მას შეუძლია საკუთარ გონებაში, კითხვისას სინქორნულად წარმოიდგნიოს ლექსის დაწერამდე პოეტის გონებაში განვითარებული იმავე ლექსის მულტი შესაძლო ვარიანტები. აქ ხდება გაგება არა მხოლოდ ფურცელზე დატანალი ინფორმაციის, არამედ იმ ყველა გრძნობათა და ემოციათა ჯაჭვის, ყველა პროცესის, რომელიც აყალიბებდა ლექსის ავტორის სულიერ მდგომარეობას, რამაც მერე თავის მხრივ შექმნა ლექსი. პოეზია არაა მხოლოდ გონების შედეგი, ის სულის მონაწილეობის აღწერა და მისი არსებობის მტკიცებულებაა. ამ დონის ზემოთ უკვე ყველა მკითხველი, - პოეტია! პირველი დონის ქვემოთ კი ყველა ადამიანი საცოდავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი