მის
ისევ იმ მაგიდას უზიხართ მის, მე თქვენი თვალები შიგ გულში მჭრის და კოხტა ღიმილი ლაჟვარდი ცის რა ლამაზი ხართ იცით თქვენ მის?! ეგ ბრწყინვალება ეგ სითბო მის საიდან თუ სხივი არახართ მზის ოჰ ეგ სინაზეც გამტეხი ქვის რა ლამაზი ხართ იცით თქვენ მის? ყელი გაქვთ გედივით ლამაზი მის თვალები ანკარა ვით წყარო მთის ეგ დალალებიც კუნაპეტ თმის ძალიან ლამაზი ბრძანდებით მის. თუ დაღუპვაა დამღუპოს მყის, მაგ გამოხედვამ თვალებმა შვლის კალთა გფარავდეთ მაღალი ღვთის თქვენ სილამაზე ბრძანდებით მის!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი