ჩემი ზოდიაქო
დილით მეწერება,უფრო განთიადის კიდევ უფრო ზუსტად,ღამის ტერასებად... სულში პოეზია ისევ ანთიადა... ჩემში ბავშვის სული ისევ მენატრება... ისე გადამძიმდა,დროის პინებიდა ისე გაველურდა ფულით ღარიბობა... ასტრალს გადაწონის კაცი მინებიდან... ეგზემპლიარული სვეტის ამინდობა... რაღაც გამირთულდა გულთან მოსასვლელი, აზრთან მოსასვლელიც კოსმოსს ეკიდება... ისევ შავი ღამე : ჩემი მოსაცმელი... შინ დაბრუნებისას ვარსკვლას შეკიდება... მახსოვს ჩემი ლექსი როგორც გაღიმება... ქუჩას გაყოლილი ქალის მათრობლობას... ახლა სულის სიღრმე,ერთზე არ იღება... შვიდზეც არ იღება..და ვგრძნობ მათ ობლობას. ჩემი ტკივილია თეთრი გაგიჟება, ჩემი სისულელე ტვინში ფორიაქობს.... სხვებთან შედარებით ბედი მაგიშრებსდა სულაც მეცამეტე არის ზოდიაქო.. სხვებზე რა უნდა ვთქვა,არ მაქვს პრეტენზია, როგორც ათასგვარი ლექსის მაწანწალას, ხელის გაშვერებით მუზებს რომ უზიან... მერე კრიტიკასთან: დრომ რომ არ აცალათ... ისე ჩვეულებრივ,უკვე სამ ათეულს... სკუპ და გადავახტი თითქოს ასკინკილა, ალბათ ათასობით,ღამეს გადათეულს გულში შევინახავ როგორც გაიყინა... სული ასტრალებში ღამით ფორიაქობს... სკუპ და...თვალხელშუა უცებ მოვბერდებით... გულის გაფენაა ჩემი ზოდიაქო... კოსმოსს შეხატული ლექსის მოლბერტებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი