ემიგრანტის სერენადა
ალბათ უნადა აღვწერო გარეთ მყოფი ამინდი, ან საიდან ან რატომ ამის წერა დავიწყე.. ან არ ვიცი ან უფრო კარგად ვიცი რა მინდა, ვიდრე ვინმეს სჯერა რომ ჩემი მუზაც აიწყვეტს… უფრო კარგად მე ვიცი სივრცეების შეგრძნება, ვიდრე სტროფზე წამბმელის, სტროფისა და კუპლეტის, მე დავიწყე იცოდეთ ძილი აღარ გექნებათ, ვინც სამადლოთ ლექსისთვის მუზას ღამეს უთევდით.. წერას წერის მწერალიც ბევრჯერ აუტანია, ვზარმაცობ და ვიგემე სიზარმაცის ნაყოფიც როდის იყო უფეხოს გოლი გაუტანია, ან ჩევენი ჩასახულა ჩვენი იქვე არყოფნით... მე წერა მეზარება,ძმაკაცებს კი გროვება, ზოგი ამდროს იჯდა და იწერა და იწერა... როგორც მკალვზე მიმინო ,ისე მთელი ცხოვრება მიზის,უცდის აქნევას ეს გიჟი ბედისწერა.. (თავში უნდა მეთქვა და),გარეთ ისე სიცხეა, მიწას ასდის ალმური,ნუ: ივლისი ივლისობს... გადავკრავდი კრახუნას ჩაციებულს ისე რა... მოვუსმენდი სოფოსას ცად აწეულ თბილისოს… მერე ფიქრით ქუთაისს დავეცემი ცენტრისკენ, და დავითის მაგივრად შადრევანი დამხვდება.. მუზაც გაკვირვებული მეტისმეტსიმეტისგან, კითხვის ნიშნის თვალებით შემომცქერის რახდება?... ყველაფერი არია ამ სიცხემ და გრადუსმა, წერეთელით ჩავყვები დაბლით ნიავს ტაატით, აქ სამია თითქმის და სტროფასაც წერტილს დავუსვამ, იქ კი ხდება საღამოს კაი ხუთი საათი.. აჰა გზაჯვარედინიც,მარცხნივ მეფე დავითიც.. ვდგავარ ცენტრის ცენტრიში და ვიცი უკვე სახლში ვარ... მის წინ ოთხმოცდაცხრამეტს ავითვლი და ჩავითვლი, საფეხურს და ბავშვობის,ბებერ ბალახვანში ვარ... ყველაფერი იწყება და მთავრედება სიტყვებით, რეალობაც სიზმრედება,და სიზმერებიც მყარდება. ხან ახლოს კი ძალიან შორსაც ხშირად ვიქნებით, და მუდმივად იქნება გადმოგადაბერგება... ასე არეულია ჩემი ფიქრის თანწყობა... ასე გაგიჟებული აზრის გავხდი მეტივე, ჩემი ფსიქოთერმული და ბირთვული განწყობაც, ამ ლექსის ვიწროებში ძლივს რომ შემოვეტიეთ.. გარეთ გიჟი ივლისი სიცხეს ლოცვას უგალობს, მენატრება ალბათ ის..ანდა უფრო არ ვიცი.. რომ ვარსებობ და მტკივა გამდლობ მისთვის უფალო, და სივრციდან სივრცემდე მანძილებს რომ განვიცდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი