ბებია


რუბრიკიდან ,,უთარიღონი''

######
სამოცდაორი წელია,თავს დავტრიალებ იმედად
ოჯახს, რამდენი ხელი და სტუმრის დახვედრა უნდა,
სუყველა აქ მოდიოდა იკრიბებოდნენ
წყვილებად,
ცალფადაც, ოჯახებითაც, ან ძმაკაცებით თუნდაც....

არ მოყავს ამას ქალი და რავა ვიწვალე ამდენი,
ვისთვის ვაგროვე ვინახე, ღირსებაცა და სარჩოც,
მშიერი რომ დეიძინებს, და გვერდით არც ხმის გამცემი 
არ ეყოლება: მიხვდება,...თანაც ცრემლები აღრჩობს...

აბობს თვალსველი ბებია, მეც ბავშვობიდან მახსოვს...

ასეა თითქმის ყოველი დილა- საღამოს შეხვედრა,
ჩვენი ამბების მოკითხვა გარჩევა ყველა საქმის,
გვახარებს მე იმისი და იმას კი ჩემი შეხედვა,
ვხუმრობთ, ვკამათობთ, "ფეჩს" ვანთებთ 
და ცოცხალია სახლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი