ისევ ზეცაში ვეძებთ
ისევ ზეცაში ვეძებთ ხსნას და პასუხებს კითხვის, ორბიტალური განცდა უსუსურობის თან გვდევს... ის რაც სუფრაზე ღვინით ასე მარტივად ითქმის, ოდნავი გააზრებით: შიშებს და ეჭვებს ბადებს.... ამდენი საუკუნე გადაიგრიხა ხვრელმა, ამდენი სპირალებით გადავსებული სივრცე... ვწყვევლით იმ მომენტს როცა ვაშლი აჭამა გველმა... სიცოცხლე მოგვცეს თუმცა უკან არაფერს მივცემთ... დამნაშავეა ევა, ანდა ადამი თავად, ან გველი ანდა თუნდაც ღმერთი შემქმნელი ყოვლის... ვაშლსაც აბრალებს ზოგი..ოღონდ ჩვენა არა! არა! ვართ მართლები და სუფთა როგორც მყინვარის თოვლი.... ისევ ზეცაში ვეძებთ ხსნასაც და ზოგი რასაც... მტკივნეულია ყველა ეს უმეცრების ბიჯი... ვერ მოვუნახეთ ახსნა ,ვერც ხმელეთს და ვერც ზღვასაც თითქოს გვაქვს (არ ვიყენებთ) ყველას შეცნობის ნიჭი. ვეძებთ უფრო შორს კიდევ, ვასკვლავებს იქით სადმე... კოცონზე ვწვავდით მრავალ მორწმუნესა თუ შეშლილს... კი ცაში ვეძებთ ყველა, თუმცა ეს არის საქმე: ზოგი ლოცვებით გულში ზოგი ოპტიკით ხელში....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი