ვერ დავალაგე


ვერ დავალაგე ვერაფერი,არაფერია,
ცის თხელ ნაჭრებზე განაშლელი სუფრის ნარჩენი...
და ისე მტკივა შეცდომების გრძელი სერია
რომ ლამის მოვკვდე და საფლავის მიწას ვარჩევდე...

სად უფრო კარგი გაისმოდეს ქარი ჟღერადი
წამოვწვე ასე მარადიულ უწყვეტ ბრუნვაში...
მარმარიელობს შევუხამო ფოტო ფერადი
ანდა შავ-თეთრი, წვერით სჯობს თუ მაინც ულვაშით?

წარწერის შრიფტიც არის ასე საგულისყურო,
რას იტყვის ხალხი, მოითხოვენ ვიცი ნორმატივს.
საღამოობით ცვრის წვეთები, როგორც საყურე,
აირეკლავენ ჩამავალ მზეს, ვიწრო ფორმატით.

ვერ დავალაგე ვერაფერი ვერ დავალაგე,
დრო არ არსებობს ეს სიჩქარე მაცლის ატომებს...
რატომ ვარ ჩუმად,ან რა მრჯის და მალაპარაკებს,
ესეც არ ვიცი, მივაწერო უნდა ფანტომებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი