ბავშვის ფილოსოფია
მე მოვდივარ ბავშვობიდან, ისე როგორც ყველა, როცა ცას და ღამის ასფალტს ერთი ჰქონდათ ფერი, მაგიდაზე პური იდო აბა დელი დელა ყველი არა არც მარილი, პური ყველაფერი... ჩვენთან ერთად მოდიოდნენ, სხვა ბავშვებიც ჰოდა, ზოგი ჭრელი, ზოგი სადა ზოგიც მუქი ფერი, გათენება, მხოლოდ მზე და პური გვიხაროდა კი საჭმელი იყო მაშინ უფრო ყველაფერი .. ვის მეტი და ვის ნაკლები სათამაშო ჰქონდა, იყო ხალხი ვისი ბავშვიც ცალკე იდგა სხვასთან გვიხაროდა სიცივეში როცა ძლიერ თოვდა, გვიხაროდა როცა ვაშლი მკვახეს მოისხამდა... გვიხაროდა ჩუმად შესვლა, ალუჩების ბაღში, გვიხაროდა მდინარე და მოპარული ღვინო... სულ მთლად სველი ტანსაცმელი შუა იანვარში, ადგილები საქეიფო თანაც საღიღინო... ყველაფერმა გაიარა ისე უცებ ფიქრში, გააზრებაც ვერ შევძელით რა იყო და რატომ, ახლა უკვე აღარავინ აღარაფერს გვიშლის, ახლა უკვე კოსმოსია და სინათლე მარტო... არაფერი არ დარჩება რაც ჩვენ გვინდა დარჩეს, მხოლოდ თეთრი სიმწარეა, ან სიმწარე შავი, ამ სამყაროს, იმ სამყაროს შემქნელსა და გამჩენს, დაუხშვია დიდ ფიქრისთვის ჩვენი მცირე თავი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი