ცოლი
ჩემი თბილი სახლის კედელს, ჩემი კერის მოიმედეს, ერთი ჩემსკენ მოიხედე, შენი რომ შურთ ლამაზ გედებს. მინდა გითხრა ბევრჯერ თქმული, რომ გაჩუქე ჩემი გული, თუმცა სევდით დანამული, მაინც მეტოქე გყავს ნული... შენთან მინდა ისევ ისე, როგორც მაშინ...თანაც ცრიდეს... ცოტა ღვინოც.., სუნთქვას მივსებ, მე მუდმივად მიგითვისე... შენი თვალის თაფლის ზოლი, ჩემი სანატრელი ცოლი, ხან რთული და ხან იოლი ჩვენი ჩაკეტილი რგოლი... მინდა მუდამ შენი სუნთქვა... შენ გვერდით და ლხინის სუფრა... თუნდაც სიგარეტის ბოლი... ჩემი საყვარელი ცოლი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი