ქაოსი


მტკივა სული და მტკივა ხორციც, ხშირად ვქოშინებ,
თეთრი თოლია არ მინახავს დიდი ხანია,
იმ მიტოვებულ ადგილზე ვარ იგივ ქოხშივე,
დამწვრის სუნი რომ აუვიდა ჩემი კანია ..

პერგამენტები მოტანა ქარმა საღამოს,
იმ დროინდელი ორბიტებზე რომ ვმეზობლობდით,
ისევ ფიქრები შემქმნელზე და დაუსაბამო,
და უსასრულო არსებობა სულით ობლობით...

რამდენ პულსს ითვლის სადღაც იქეთ დროის გადაღმა,
და რეგისტრებში რამდენია უკვე ჩაწერით ...
იმან იყო რომ ეს მინდვრები წამში განაღმა,
და მოაბრუნა სიცოცხლისკენ ყლუპი ნაყენით

ფაქტი ფაქტებს ცვლის, დაგროვდება მალე ძალიან, 
და დასაცლელი შეიქნება რაც დრომ გაცრიცა
ახალ ნეირონს მოიგონებს დიდ გამტარიანს,
ახალ გენის კოდს, ახალ ფორმას, ახალ მატრიცას

ეს ყველაფერი სულ ერთ წამში ჩემო
დურმიშხან, ჩემო იაგო, ჩემო ია, ჩემო ნარცისა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი