პარაბელლუმ
ისევ ცუდი დღეების დამტვრეული სერია, ქვაფენილზე ბოლთაში გაჩხერილი აზრები... ბედთან თამაშს ნაჩვევი, თეთრი ლოთი ფერია, და ქარს გატანებული ცეცხლით მუხამბაზები... ყველაფერი ტრიალებს, ღმერთის ნახვის სურვილით, კაცის გენში დაშიფრულ კოდებს ცვლიან ზეციდან, უკვდავებას დაეძებს გაბზარული ყურმილით, თან მეზობლის მამიდა რომ ჰგონია თემიდა, ზუსტად ასეთ რეგისტრებს, ფიქრთა დიაპაზონებს ძალუძთ რევოლუცია, რთული დეფინიცია ხოლო ვინც კი წყნარად კრეჭს ბაღებსა და გაზონებს, მათ ჰგონიათ იმათმა არაფერია იციან... ისევ ცუდი დღეების სერიული მკვლელობა, სახრჩობელის ყულფებად განასკვული აზრები... ლექსის წერის მსუბუქი, თვითნასწავლი ხელობა, და მიწაში მტრისათვის დამარხული ვაზნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი