ისევ შევხვდებით
გაგტაცებს ხანდახან რითმების თარეში ფიქრს ...როგორც დიაცის მკერდი... ქალს შეშურდებოდა იმერულ მხარეში ხო გახსოვს რა ლექსებს გწერდი... არადა თავისით დიოდა ხალისად, რითმებიც, აზრებიც, სტროფიც... ვხვდებოდით ხშირად და თან გარდა ამისა, ღვინოსაც ორივე ვცნობდით... არ დამიწერია რამდენი მაისი... ორივეს აღარ გვყავს მამა... ხანდახან ჰაერში ერთ ორ მჭიდს გავისვრი, და თან "ვანიავებ" კალამს... დრო რომ არ არსებობს ეს ხომ ამარტივებს, შეხვედრის მიზეზს და შანსებს... ვასრულებთ დაკვეთებს ანდა ნარატივებს ცხოვრების...და ვცხოვრობთ ასე : ვინ გვაცლის რაც გვიყვარს ის საქმე ვაკეთოთ, ვინც გვიყვარს მის გვერდით ვიდგეთ... არადა მოასწრო კარგი და კარგებთან, სუნთქავ და მოძრაობ ვიდრე სჯობს ასე მარტივად...თან ვიცით რთულია... ზეცაში ვასვენებ თვალებს... ჰორიზონტს ელვები გველივით უვლიან... ვიცი რომ შევხვდებით მალე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი