ძველი ამბავი


როცა მოკვდებიან თეთრი იმედები,
როცა სილამაზე თმებში შეგახმება,
როცა დასავლეთით აღარ იხედები
როცა სულერთია ფერთა შეხამება

ზეცა აიწევა შენი ბრწყინვალებით
წლების განვლილების ლურჯი ელეგია
თითქოს ჩამოგემსხვრა მინა მყინვარების
ეს ყველაფერი კი დროის შედეგია...

როცა გახმებიან თეთრი იმედები
ლურჯის თქმა რომ მიყვარს ალბათ მიხვდებოდი
ისევ ძველებურად შენსკენ ვიხედები
ისევ იმ გზას მივდევ რასაც მივყვებოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი