და ისევ ტკივილი
და ისევ ტკივილი, ეს თეთრი ტკივილი, ეს ლურჯი სიმწვანეც წარმოშობს ქაოსებს, მე მინდა, მას უნდა, შენც გინდა ღიმილი თან ძალას გვაცლის და თანდათან გვაოსებს... წიგნების კითხვაშიც არაა ნუგეში, ისედაც ყველა ვართ რიგობით დათვლილი აუზში წევხარ თუ უბრალოდ გუბეში, ერთია: სველი ხარ, (გუბეში_ დასვრილიც) მე ათას სატკივარს გავუძლებ ისევე, უბრალოდ ნახაზი მანახა კოდების, რომ ჩაკორექტირდეს...ვიღლები... ვისვენებ.. ბოდვებშიც ფიქრია, ფიქრებში ბოდვები... მტკივა და ასეა ეს ალბათ ნახაზით, ბავშვობის დაკარგულ ფრაგმენტებს დავეძებ, მე ცარცით დავხატე ხომალდი დაფაზე რომლითაც მოვედი თქვენს სივრცით განედზე... რადგანაც არ მყოფნის სამყაროს შეცნობა, დაშვებებს ვაკეთებ, სიმართლეს ვერ ვიშლი სამართლის ძებნაშიც, კაცი არ მეცნობა, და მინდა დავბრუნდე იმ სივრცის წერტილში... მე გული მერევა თქვენზე... და სიცოცხლის, სუყველა ფორმაზე ღიმილი გამირბის... დაწყება ძალიან ცოტამ რომ ვიცოდით, მე რატომ გამთიშეს ქსელიდან და მიდის უჩემოდ ხომალდი, სივრცეებს ამრუდებს, დროც ყველა ასპექტში, მანძილის ფანდია, სიმბოლოდ ოთხკუთხას გაჩვენებთ სამკუთხედს, ფარაჯა, ზეწარი, სხეული, მანტია.... ტკვილი ძალიან ძალიან მედება, სიმართლე, კოდები, ცვლილების შეტანა... ყალბია ყოველი( და ფუჭიც ) ქმედება მტყუანი სამყარო, მსოფლიო, ქვეყანა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი