ლილე, ნენე, გაბრიელი
ჩემი სულის ნაწილები, და ცხოვრების ფერთა გამა, ცენტრალური ფიგურები, ნახატები, აზრთა წყობით, სუნთქვა გრძელი სუნთქვა მოკლე, გული, ფილტვი დიაფრაგმა, ღმერთო გამაღვიძე ბევრჯერ, ამ იმედით და განწყობით, ჩემი თვალის ხედვის სპექტრი, ჩემი დიაპაზონები, ჩემი ყველა ფიქრის ცენტრი, რთული სვლების ტკბილი ფორა, ამ მსოფლიოს მინდვრები,თუ ბაღები თუ,გაზონები, თქვენთვის მინდა... თქვენ ხართ ჩემი სიყვარულის მეტაფორა.... ჩემი იმედების რითმის, სიჩქარეც და სინარნარეც, ჩემი ყველაფერის აზრის მოფერადო ოცნებიდან, თქვენ იყავით ბედნიერი, თქვენი იყოს არე მარე, მეტი არაფერი მსურს და მეტი არაფერი მინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი